კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით, როგორიც ხდებოდა

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით, როგორიც ხდებოდა

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული აცხადებს, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის კატეგორიული წინააღმდეგია, იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჯვრის მონასტრის წინ.

„ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, არ უნდა ხდებოდეს გარევაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორიც ხდებოდა ჩვენი მონასტრის წინ. მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფონდი აპირებს, რომ იქ გაკეთდეს დიდი პროექტი, უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, პარკირების საკითხი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ მაინც მოხდებოდა მათი გაყვანა“, – განაცხადა მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა.

ჯვრის მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვარის კონსტანტინე ჭინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვარის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

ეკლესიის ჭიშკარი 16 იანვარს გაიხსნა.