“ამის კულტურით მოხიბლული, ჩუმად არის თუ რამე ალაპარაკებთ კიდევ…”

“ამის კულტურით მოხიბლული, ჩუმად არის თუ რამე ალაპარაკებთ კიდევ…”

“კალაძეს რომ გამოთქმებს უწუნებს, ის ხალხი ამის კულტურით მოხიბლული, ჩუმად არის თუ რამე ალაპარაკებთ კიდევ…” , – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ანი კიკნაძე საქართველოს ექს- პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომელმაც საკუთარი თავის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენისას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით მოიხსენია.

“(ჩემზე ამბობენ) ეს მიშა რაღაც უცნაურია, პრეზიდენტები ეგრე არ იქცევიან. რას დარბის, რას ტინგოცობს? პრეზიდენტი უნდა დადიოდეს ნელა, ღიპი უნდა ჰქონდეს, ღაბაბი უნდა ჰქონდეს, ლოყებს უნდა ბერავდეს, მარგველაშვილი უნდა იყოს, რა. იძახიან, კაი ტიპია მარგველა. რითია კარგი, ამიხსენით? წინდებს ქსოვს, კარტოფილი მოყავს, ტივტივებს რაა და რა ტივტივებს, ხომ კარგად იცით? კაცი დადეს რაღაც სივრცეში, სადაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტი”, —  განაცხადა სააკაშვილმა ნიუ იორკში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე.