”გადადგეს და პასუხი აგოს გეგეშიძემ. რაც შეეხება დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილს, თუ ის საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, მასაც დაეკისრება ძალადობისა და დაუსჯელობის პასუხისმგებლობა”, – ამის შესახებ ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალური ქსელის გვერდზე წერს, რითაც ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
”გავრცელებული ვოდეოკადრებიდან ჩანს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის სასახლეში ჯაჭვს ორჯერ ურტყამს ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს. ამის შემდეგ რა სირცხვილით რჩება ის თანამდებობაზე? ამის შემდეგ რანაირად არ ხალისდება ძალადობა, უსამართლობა, ჩაგვრა და დაუცველობა?
ეს ძიუდოსტთა ოსაკაში მომხდარი ჩხუბის ლოგიკური გაგრძელებაც არის. არც მაშინ დაისაჯნენ მოჩხუბარი სპორტსმენები და ახლაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გეგეშიძეც არ დაისჯება.
დიახ, მან პასუხი უნდა აგოს. ასევე, გამოძიება უნდა დაიწყოს იმ მითქმა-მოთქმის გამოც, რომელიც გამარჯვებული მოჭიდავისა და მისი მწვრთნელების სამედალო გასამრჯელოს წილების ფედერაციაში უკანონოდ მიტანას ეხება.
ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნაკრებიც და ფედერაციებიც გულშემატკივრების გადასახადებით ფინანსდებიან და მათ წინაშე პატიოსნად და ღირსეულად უნდა იქცეოდე.
რაც შეეხება დაზარალებულ ზურაბ დათუნაშვილს, თუ ის საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, მასაც დაეკისრება ძალადობისა და დაუსჯელობის პასუხისმგებლობა.
გადადგეს და პასუხი აგოს გეგეშიძემ და ასევე, პასუხი მოეთხოვოთ ოსაკას ჩხუბის მონაწილე ძიუდოისტებსაც”, – წერს გოგა ჩანადირი. – წერს გოგა ჩანადირი.