არჩილ თალაკვაძე: პრემიერთან გვქონდა წინასწარი სამუშაო შეხვედრები და მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერთან გვქონდა წინასწარი სამუშაო შეხვედრები და მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა

თემები, რომლითაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩვენს ქვეყანას წარადგენს არის საქართველოს უპირატესობა და ეს უპირატესობა ეკონომიკურ წინსვლაში უნდა ავსახოთ.

სატრანსპორტო ჰაბის პროექტი, საინვესტიციო გარემო და ადამიანური რესურსი, ასევე, პირდაპირი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან - ეს საკითხები ჩვენ ძლიერ პოზიციას გვაძლევს.

პრემიერ-მინისტრთან გვქონდა წინასწარი სამუშაო შეხვედრები და მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში.