სააკაშვილის მიმართ შესაბამისი პროცედურები განხორციელდება - უმრავლესობის წევრი

სააკაშვილის მიმართ შესაბამისი პროცედურები განხორციელდება - უმრავლესობის წევრი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს თუ გადმოლახავს განხორციელდება შესაბამისი პროცედურები მის მიმართ. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით მათიკაშვილმა "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

"საქართველოში არის ასეთი წესი - ყველა ის პირი, რომლის მიმართაც არის გამამტყუნებელი განაჩენი ან იძებნება, და ასეთი პირი გადმოლახავს ქვეყნის საზღვარს, მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები. მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიმართაც", -  განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 თებერვალს ბელგიის პროვნცია ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კრებას დაესწრება, სადაც საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღი დაიგეგმება.