ჩამობრძანდეს ყველა ელოდება - ასე ეხმაურება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ 10 თებერვალს დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, თუ როდის ჩამოვა საქართველოში.
"არ მაინტერესებს რას ლაპარაკობს მიხეილ სააკაშვილი. წამობრძანდეს ყველა ელოდება მათ შორის სასამართლო პროცესი, უპასუხოს ბრალდებებს და ამის შემდეგ იაროს როგორც უნდა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ "2020NEWS“-თან საუბრისას.
ცნობისთვის დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 10 თებერვალს ბელგიის პროვნცია ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კრებას დაესწრება, სადაც საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღი დაიგეგმება.