საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 თებერვალს ბელგიის პროვნცია ლიეჟში ქართველთა მსოფლიო კრებას დაესწრება, სადაც საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღი დაიგეგმება.
საქართველოში ჩამოსვლოში დაბრუნებამდე, ექს-პრეზიდენტრმა სოციალურ ქსელშ მიმართვა გაავრცელა.
"მინდა, თვალები ყველამ გავახილოთ და დავინახოთ თუ რა ხდება - საქართველო იცლება. ივანიშვილს აქვს შეგნებული პოლიტიკა, რომ საქართველო თავის საკარმიდამოდ გადააქციოს. ეს ხდება ჩვენს თვალსა და ხელს შუა, განსაკუთრეით ბოლო თვეებში. პროცესები მხოლოდ ჩქარდება, სადაც გავიხედავ, ყველგან ქართველები არიან. ეს არის ძალიან ტრაგიკული სიტუაცია. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ქვეყნიდან ასეთი გადინება.
მივმართავ ყველა ქართველს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი სამშობლოს ბედი, 10 თებერვლას ყველანი ლიეჟში, ვუერთდებით ქართველთა მსოფლიო კრებას. ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ქართველ ერს თავმყოვარეობა აქვს. ჩვენ არ დავუშვებ, რომ ჩვენი სამშობლო ერთმა პატარა მაფიოზმა ბიძინა ივანიშვილმა მიითვისოს.
ძალიან ბევრ ქართველს ვხდები, შვილებს მოწყვეტილი დედები წელზე ფეხს იდგამენ, იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ. ეს ხალხი თავიანთ ნაწვალებ ფულს საქართველოში რიცხავენ და ამ გადარიცხული ფულიდან, ივანიშვილი დიდ ნაწილს ითვისებს. ეს არ არის სამართლიანი სიტუაცია? ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სამართლიანი სახელმწიფო. მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ ლიეჟში ქართველები და ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე“, - განაცხადა საკუთარ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, სააკაშვილი გუშინ აშშ-ში ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.