გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ჭიდაობის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. "კალაძის პირადი ზონდერი", "გადადგეს მოძალადე" - აქციის მონაწილეებმა ადგილზე ამ შინაარსის ბანერებით მიიტანეს.
ისინი ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ გეგა გეგეშიძეს და მის "ზონდერებს" ხელისუფლება მფარველობს და სწორედ ამიტომაც ის არ ერიდება ევროპის ჩემპიონების ცემას.