დავით კეზერაშვილსა და „გალფის“ ბიზნესსაქმიანობის შესახებ, ალბანურ მედიაში სკანდალი აგორდა და
სააკაშვილის მთავრობის ჩინოვნიკი კორუფციაში ამხილეს.
„ალბანური მედია აქტიურად წერს იმის თაობაზე, რომ ქართველმა ოლიგარქმა დავით კეზერაშვილმა „გალფის“ ბენზინგასამართი ქსელის მეშვეობით, ფულის გათეთრების თაღლითური სქემა აამოქმედა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „გალფის“ ამერიკის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლებს განცხადების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწიათ. ამასთან, „გალფი“ ალბანეთში ბენზინგასამართი ქსელის დახურვას აპირებდა და რამდენიმე დღით ადრე ასიათასობით ტალონი გაყიდა, რომელთა ღირებულებაც 5 მილიონი ევროა. ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ალბანეთში სამართალდამცავმა ორგანოებმა „გალფის“ ქსელის მმართველ ალექსანდრე გოგოხიაზე ძებნა გამოაცხადეს.
ალექსანდრე გოგოხია ამერიკაში, კერძოდ, დელავერის შტატში დაფუძნებული კომპანიის „Universal Energy Group“-ის მფლობელია. ეს კომპანია კი თავის მხრივ, ალბანური ფირმებს – „Sun Petrolium Albania Trading JSC“-სა და „Sun Petrolium Albania LLC“-ს ფლობს, რომელთა მეშვეობითაც ალბანეთში „გალფის“ ქსელის მართვა ხდებოდა. ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და შესაბამისად, ევროკავშირი კორუფციული სქემების კუთხით, ალბანეთს მკაცრად აკონტროლებს. კეზერაშვილისა და „გალფის“ ალბანური სკანდალი იმდენად გახმაურდა, რომ მას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და გამორიცხული არ არის, რომ კვალი სააკაშვილამდე მივიდეს“, – წერს „ასავალ-დასავალი“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ფულის გათეთრების სქემის უკან ალბანური მედია ქართველ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილს მოიაზრებს. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირად მოლარეს უწოდებენ.