24 იანვარს 11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, უმრავლესობის შეხვედრაზე განხილული იქნება საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებული თემები.