მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – 23 წლის ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების თარიღი უცნობია

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – 23 წლის ქართველი მეზღვაურის გადმოსვენების თარიღი უცნობია

23 წლის ქართველი მეზღვაურის სამშობლოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. დავით რაზმაძის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება. გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ.

თურქული გემის 23 წლის ქართველი მეზღვაური 2-კვირიანი გაუჩინარების შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. რა მოხდა ლიბიის სანაპიროზე და რა გახდა ახალგაზრდის დაღუპვის მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აგვისტოს ომის გმირის ზაზა რაზმაძის შვილი მოკლულია.