“ჩვენ მიმოწერებს გადავხედე, არ მიმიქცევია ყურადღება აქამდე…”

“ჩვენ მიმოწერებს გადავხედე, არ მიმიქცევია ყურადღება აქამდე…”

33 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას, მისი მეგობარი და კოლეგა თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ძალიან ცოტა ადამიანი ვიცი ვინც უბრალოდ მოგიკითხავს – “ხომ კარგად ხარ?” და ამას ან თხოვნა, ან რაღაც საქმე არ მოყვება… ჩვენ მიმოწერებს გადავხედე, არ მიმიქცევია ყურადღება აქამდე – ყოველთვის უბრალოდ მომიკითხავდა ხოლმე…

არ გამომდის დაჯერება, ვერ…

ჩემო ბიჭო… დამუნჯებული ვარ, ვერაფრით იღებს ტვინი ამ რეალობას” , – წერს ცხომელიძე.

გუშინ, ცნობილი გახდა რომ ჟურნალისტი, ტელეკომპანია – “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.

ლევან ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზი,  წინასწარი ინფორმაციით,  თრომბი გახდა.

ლევან ჩხაიძე სამსახურეობრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა და მას თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.