გოჩა როსტიაშვილი:  ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა

გოჩა როსტიაშვილი:  ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა

საპენსიო რეფორმამ მაღალი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ეს სრულიად ნორმალურია. მსგავსი მასშტაბის რეფორმა წლებია არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში. როგორც იქნა ვესმგავსებით ევროპულ ქვეყნებს. მიმაჩნია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივო და აუცილებელია, რადგან მიმართულია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად, ჩემი კომპანია უკვე ჩაერთო საპენსიო სქემაში. რეფორმამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა ნუ დავივიწყებთ, რომ წლების წინ ბანკების მიმართ დაბალი იყო ნდობა, დღეს კი ანაბარზე თანხა დაუფიქრებლად შეგვაქვს. როცა განუზომელ რისკებზეა საუბარი, მე როგორც ბიზნესმენი, ვფიქრობ რომ  ეს იმ მოცულობის ხარჯი არ არის, რომ გავლენა იქონიოს და დააზარალოს  მეწარმე! 

ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა, მე მჯერა რომ არც საქართველო იქნება გამონაკლისი. შენატანი მოქალაქის და დამქირავებლის მხრიდან იმდენად მინიმალურია, რომ ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს საერთო სურათზე.  ამის გამო არც ერთი დამქირავებელი არ იტყვის უარს კარგ კადრზე. ამასთანავე  უცვლელი რჩება მოქალაქის სოციალური პაკეტი - სახელმწიფო პენსია,  საქართველოს ყველა მოქალაქე, შემოსავლების მიუხედავად  სოლიდარულად მიიღებს პენსიის უცვლელ ოდენობას.

გოჩა როსტიაშვილი - GMG გლობალ მოტორს ჯორჯიას ოფიციალური წარმომადგენლობის ხელმძრვანელი