ფიქრობ, სახელმწიფო და კონსტიტუცია მყარი გარანტია იმისა, რომ ჩვენი დანაზოგი საიმედო ხელშია. ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლები იმედიანად ვუყურებთ დაწყებულ საპენსიო რეფორმას. პრაქტიულად მთელი ევროპა ამ სტანდარტზეა გადასული, ღირსეული სიბერე ხომ ყველა მოქალაქის სურვილია. დავინტრესდით და გავიგეთ, რომ საპენსიო დანაზოგებზე არანაირი აღსრულების მექანიზმი არ ვრცელდება. ის არის უფრო დაცული, ვიდრე ნებისმიერი სხვა აქტივი და ასევე გადაეცემა მემკვიდრეობით. ამან ნდობის ხარისხი ბუნებრივია რომ გაგვიზარდა და მოტივაციაც დიდია რომ ჩავერთოთ. სააგენტოს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას. ცალკე მინდა აღვნიშნო მენეჯერის როლი ამ საქმეში, პირადად მე მჯერა ლევან სურგულაძის, ის ნამდვილად ღირსეული ადამიანი და საქმის კაცია. მგონია, რომ რეფორმა თავის სიტყვას იტყვის! მე როგორც კომპანიის ერთი ხელმძღვანელი ნამდვილად მომხრე ვარ!
ია ერაძე - საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA - ის დირექტორი