"ამას ჰგონია, რომ მთელი ქართული ემიგრაცია მხარს უჭერს" –

19 იანვარს, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მყოფ ქართველებს ორ კონკრეტულ ადგილზე შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც იმსჯელებდნენ საქართველოში დაბრუნების გეგმებზე.

"ამერიკაში მყოფი ქართველები მოსამზადებელი შეხვედრისთვის ვიკრიბებით ბრუკლინში, “ნაციონალში” 20 იანვარს, გვაქვს დიდი შეკრება და 10 თებერვალს ლიეჟში, ევროპის ცენტრში, ბრიუსელთან ახლოს ვიწვევთ სრულიად ქართველთა მსოფლიო კრებას. დავგეგმავთ ჩვენს საქართველოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს და პროცესს. ასევე შევარჩევთ ახალ ხალხს, გამოცდილებით გამდიდრებულებმა გავაძლიეროთ და ხელახლა ფეხზე დავაყენოთ საქართველო,”–  განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა:

“ესე იგი, რადგან საზღავრგარეთის უბნები ძირითადად მისმა კანიდადტმა მოიგო, ჰგონია, რომ მთელი ქართული ემიგრაცია მხარს მას უჭერს, არადა მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა – 5000-მა, თუ 6000-მა ემიგრანტმა მიიღო“, – დაწერა მეტრეველმა.

Maverick "ღიმილიანი საქართველო 2"!

როგორი უკბილოდ, გაღიმებული დატოვა მოსახლეობა მისი პრეზიდენტობის დროს, ანალოგიურად გაღიმებულებს დატოვებს მათ გაბომჟებული, მაწანწალა ნაპრეზიდენტალი არამზადა...
6 წლის უკან