იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ მისი გუნდში დარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა გაზაფხულზე მოსამართლეების საკითხზე. გარდა ამისა, მან ბიძნა ივანიშვილზე ისაუბრა:
"თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და როგორც ქართველი, მადლიერი ვარ. ამის დაუნახაობა უმადურობა იქნება. ვერავინ გაბედავს ჩემთან მუქარას. სააკაშვილის დროს არ შემშინებია, ყოველდღე სიკვდილს ვუყურებდით თვალებში მეც და ჩემი ოჯახიც და ვიბრძოლეთ სხვათა თავისუფლებისთვის. დღეს ამას საერთოდ გამოვრიცხავ", - განაცახადა "კვირის პალიტრასთან" ბესელიამ.