21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა.
ჩახუტების დღეს გასული საუკუნიდან აღნიშნავენ. იდეა კევინ ზაბორნის ეკუთვნის. ჩახუტების დღე პირველად 1986 წელს აშშ-ში აღინიშნა, მას შემდეგ ეს დღე სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება.
ბოლო მსოფლიო რეკორდი 24 საათში ჩახუტების რაოდენობების მიხედვით 2010 წელს აშშ-ში ოჰაიოს შტატის მცხოვრებმა 51 წლის ჯეფ ონდაშმა დაამყარა 7777 ადამიანის ჩახუტებით.