იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

 

იტალიაში, 57 წლის ქართველი ემიგრანტი ლელა ჭაბაშვილი  საწოლში გარდაცვლილი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში  შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.

ლელა ჭაბაშვილი ინფარქტით გარდაიცვალა. ის 10 წელი იყო ემიგრაციაში. გარდაცვლილის მეუღლე და შვილი დარჩა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.

"გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში. კიდევ ერთი ახალგაზრდა ემიგრანტის თვალებში ჩამქრალი სიცოცხლე... თვითეული გარდაცვლილი ემიგრანტი ჩვენი საერთო ტკივილია... საქართველომ კიდევ ერთი ემიგრანტი შვილი დაკარგა... მისმა პატრონებმა სამსახურში დილით გარდაცვლილი იპოვეს თავის საწოლში, ინფაქტი მოსვლია, იტალიის ქალაქ პრატოში ლელა ჭაბაშვილი. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა“, - წერს სიხარულიძე.