ბათუმში, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ, ევროპის მოედანზე კარავი გაშალეს. ისინი მანამდე არ აპირებენ კარვის აღებას, სანამ ხელისუფლება ტერმინალის მშენებობაზე უარს არ იტყვის.
აქციის მონაწილეების განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი წევრები, ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას 24-საათიან რეჟიმში მიაწვდიან.
"კარვის დანუშნულება არის ის,რ ომ გავაცნოთ საზოაგდოებას თუ რა საფრთხეებზეა სუბარი. და რაზე გვაქვს განგაში ატეხილი. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ხელსუფლება არ გამოვა საჯაროდ და არ განაცხადებს ამ ტერმინალზე უარს", - აცხადებს აქციის მონაწილე ვატო მეგუნიშვილი.
ისინი შიშობენ, რომ პორტის ტერიტორიაზე რეალურად არა მინერალური სასუქების ტერმინალი, არამედ მომწამვლელი ნივთიერებების გადამუშავება მოხდება, რაც ადამიანის ჯანმრთელობისა და ტურისტული ქალაქისთვის სახიფათო იქნება.