34 ათას დოლარს ვიხდით სახალხო დამცველის ოფისის ქირაში, მაშინ როცა ბავშვები ლუკმა პურისთვის საშოვნელად იღუპებიან

34 ათას დოლარს ვიხდით სახალხო დამცველის ოფისის ქირაში, მაშინ როცა ბავშვები ლუკმა პურისთვის საშოვნელად იღუპებიან

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სოციალური ქსელის საშუალებით სახალხო დამცველის აპარატისთვის შენობის ქირაობის საკითხს ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით იმ ფონზე როცა ბავშვები მატერიალური სიდუხჭირის გამო ფიზიკურად შრომობენ და თავს საფრთხეშ იგდებენ, სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის ქირაობა 34 ათასი დოლარი ჯდება, უსამართლობაა.

“გუშინ ქუჩაში პატარა ბავშვი მოკვდა ჯართის ძებნაში. დღეს გავიგეთ რომ საქართველოს მთავრობამ წლებია ვერ მოახერხა და საქართველოს სახალხო დამცველი მთავრობამ ვერ გამოიყო ფართო ოფისისასთვის და შესაბამისად, დამცველი ოფისში თვეში 34 ათას დოლარს იხდის. უამრავს შორის მთავრობამ ვერც ერთი ცარიელი სახელწმიფო შენობა ვერ იპოვა, ვერ გაარემონტა, საპრივატიზაციო სიიდან ვერც ერთი შენობა ვერ შეარჩია, ბოლო ბოლო სახელმწიფო მიწაზე ვარ აუშენა (როგორც ეს თბილისის სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა, მაგალითად). ამიტომ 34 ათას დოლარს ჩვენ ვიხდით ვიღაცისგან შენობის ქირაობაში, მაშინ როდესაც ბავშვები კვდებიან ლუკმა პურის საშოვარზე ჩვენს გვერდით.”-წერს ანა დოლიძე.

Maverick აქაც კარგად ჩანს როგორ წველის ბიუჯეტს ქოცპარტიულიელიტა, ძროხა ჯერ კიდევ იწველება, თუმცა მალე შეიძლება რძე გაუშრეს (ამ შემთხვევაში ფული) და შემდეგ ალბათ მამალ ძროხებს დაუწყებენ წველას...
6 წლის უკან