დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიაგეს. შვილმოკლული მამები ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.
ტაძარში ასევე იმყოფებოდა დედაქალაქის მერი კახა კალაძეც, რომელმაც გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს პატრიარქმა გადაიხადა. აფეთქების შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.