მამაკაცს რომელსაც საქართველოში ქიმიოთერაპიას უწყებდნენ, კიბო არ აღმოაჩნდა

მამაკაცს რომელსაც საქართველოში ქიმიოთერაპიას უწყებდნენ, კიბო არ აღმოაჩნდა

ფეისბუქ გვერდი ,,დედების ფონდი” ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი ცეცხლაძეს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების შედეგად ეს დაავადება არ დაუდგინა.

“კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა დედების ფონდის სახელზე. მახსოვს გიორგი როგორ განიცდიდა საქართველოში დასმულ დიაგნოზს, მაშინ ვუთხარით გადაამოწმე გიორგი იქნებ არც არის ეს დიაგნოზი სწორი – თავს უშველე! დიახ, ამ ბიჭს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ფაქტიურად იღუპებოდა სიცოცხლით სავსე ადამიანი! თქვენი დამსახურებით გიორგი საფრანგეთში გადავიდა სამკურნალოდ, გამოირიცხა საქართველოში დასმული უმძიმესი დიაგნოზი!”-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელში.

თავად გიორგი საფრანგეთის კლინიკიდან ლაივ-ჩართვისას ამბობს, რომ ფრანგმა ექიმებმა სიმსივნე გამორიცხეს და 98%-ით ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ის კლინიკაში ორი კვირის მანძილზე მკურნალობას ჩაიტარებს და ამის შემდეგ მას განმეორებით ანალიზებს აუღებენ. გიორგი ყველას მადლობას უხდის, ვისი დახმარებითაც საქართველოდან გააღწია და ქართველ ექიმებს თავი არ დააღუპინა.