„ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს. რამდენიმე წუთში სასამართლომ თორნიკე ტატიშვილისა და ვაზირმამადიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს.
წარდგენილ ბრალში „ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე შესაბამისი მოწყობილობით მივიდნენ და აპარატმა გაზის დონის მატება არ დაადასტურა.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და ალტერნატივის სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვს.