"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, "2020NEWS”-ს მასალას - "ბოდიშს ვუხდი თბილისელებს, კახა კალაძის გამონათქვამების გამო“, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარით ეხმაურება. ნათელაშვილი მერის მხარდამჭერებს "კოლექტიურ კალაძეებს“ უწოდებს.
"შემთხვევით შემოვედი აქ და საბოლოოდ დავრწმუნდი ხალხური გამონათქვამის სიბრძნეში: "მითხარი ვინაა შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ“. სუფთა კოლექტიური კალაძეები ხართ, უბედურებო და ასეთი წაქეზებით საბოლოოდ დაღუპავთ თქვენი თაყვანისცემის ობიექტს“, - წერს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, კახა კალაძემ გუშინ ოპოზიციას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან "გამოქანება" ურჩია.