"ჩავაყუდებთ! - კაცობს აქ ეს ბიძინეს ხელის ბიჭი, გახარია, გამოექანონ...- მატრაკვეცობს მეორე..."

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი  ცოტნე გამსახურდია ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართალზე საუბრობს. მისი თქმით, გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ახალგაზრდა ჩემპიონს, მაშინ როცა იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა. 

„მიშა სააკაშვილს რატომ ვუპირისპირდებოდი, განა მისი სახელი და გვარი არ მომწონდა? ტიპმა ქვეყანა სამ წელიწადში თავიდან შექმნა, გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით! მაგრამ იმ ქვეყანაში სამართალი არ იყო. უფრო სწორედ, იყო ე.წ. შერჩევითი სამართალი, როცა ხელისუფლების წევრები და მათი ოჯახები კანონზე მაღლა იდგენ, და დანარჩენებისთვის - ეს კანონი იყო დრაკონული.

პირადად ჩემთვის ეს იყო აუტანელი, და ის უაპელაციო დამოკიდებულება ოპონენტებისადმი, რაც მათ ჰქონდათ. დღეს უნდა მომწონდეს, რომ გახარია არ იჭერს გეგეშიძეს, რომელმაც ჯაჭვი ურტყა სახეში ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონს და იჭერს კირკიტაძეს, რომელიც ავტობუსს წიხლს ურტყავდა?! ჩავაყუდებთ! - კაცობს აქ ეს ბიძინეს ხელის ბიჭი... გამოექანონ...- მატრაკვეცობს მეორე...

ამას ვებრძოდი და ეს არ მომწონს დღესაც. მე ხელისუფლების ქმედებებს ვუყურებ და არა თვალის პაჭუნს და არმანის ტრუსიკებს. ვისაც ეგ აინტერესებს, შეარგოს! თორემ ამათ მიშას მეათედი რომ არ გაუკეთებიათ ქვეყნისთვის შინ ან გარეთ, ამას ლაპარაკიც არ უნდა. და ვისაც მოსწონს, ალალია მასზე ცოცხებიც, ჯაჭვებიც და გამოქანებაც“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

dima შე დედააფეთქებულო ,პოლიციელი ავტობუსია?! ისე შენ შეგცა ბიძინას ზებრამ!
6 წლის უკან