"არსად არავინ მოუკლავთ შვილის საფლავზე, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი სისასტიკე"

გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი საკუთარი ძმის გარდაცვალების 4 წლის თავთან დაკავშირებით ემოციურ მიმართვა აქვეყნებს:

"კიდევ გათენდა ეს ავბედითი დღე… 20 იანვარი ყველაზე საზარელი დღე… ოთხი წლის გაუსაძლისი ტკივილი და მონატრება… ჯალათებმა ისე დაგისრულეს სიცოცხლე გააზრებაც ვერ შეძელი, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი სისასტიკე, არსად არავინ არ მოუკლავთ შვილის საფლავზე. ცხოვრება გრძელდება უშენოდ, მაგრამ დრო შეძლებს იმ სიყვარულის და ტკივილის დავიწყებას, რაც დაგვიტოვე. ნათელში იყავი ძმაო, მშვიდად განისვენე შენს შვილებთან ერთად", - წერს მანანა ვაზაგაშვილი.