"პირდაპირ გეუბნებით, თბილისი შეიძლება წელს თუ არა, გაისად გაზმომარაგების გარეშე დარჩეს"

"ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დირექტორის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ იმდენი პრობლემაა დაგროვილი, რომ წელს თუ არა, დიდი ალბათობით მომავალ წელს ქალაქი აუცილებლად გაზმომარაგების გარეშე დარჩება.

„ქსელს 3-ჯერ აქვს ექსპლუატაციის ვადა გასული. ზოგან მიწისქვეშ რკინას კედლები აღარ აქვს შერჩენილი, მილის ფორმა კი გარშემო მიწამ მიიღო და მიწაში მიდის გაზი. უბრალოდ, მიწაში მილი აღარ არის. ასეთი მონაკვეთებიც არსებობს და ასეთი ქსელით ხდება ქალაქის გაზით მომარაგება. იმდენი პრობლემაა დაგროვილი, ქალაქი აუცილებლად გაზმომარაგების გარეშე დარჩება თუ ამ პრობლემებს თვალებში არ შევხედეთ და მისი მოგვარების გზები არ მოვძებნეთ. ეს ქსელი რამდენ ხანს გაძლებს? პირდაპირ გეუბნებით, ქალაქს შესაძლოა, მომავალ წელს, მეტიც შეიძლება წელსვე გაეთიშოს გაზმომარაგება. თუ წელს არ მოხდა, მომავალ წელს ამის ძალიან მაღალი ალბათობაა“, - აღნიშნა გადაცემა "საქმეში" სიმონიშვილმა.