20 იანვარს, ღამით, მთვარე 1 საათის განმავლობაში დაბნელდება 

20 იანვარს, ღამით, მთვარე 1 საათის განმავლობაში დაბნელდება 

20 იანვარს, ღამით, მთვარე 1 საათის განმავლობაში დაბნელდება. ე.წ. „სისხლიან“ მთვარეზე დაკვირვება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მცხოვრებლებს შეეძლებათ. მთვარის სრული დაბნელება ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება, მთლიანად პროცესს კი 3.5 საათი დასჭირდება.

მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული.

მთვარის მომდევნო დაბნელება, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 2025 წლის 7 სექტემბერს იქნება. ბოლოს მოსახლეობა ამ მოვლენას 2017 წლის 7 აგვისტოს დააკვირდა.