"კარგი პერიოდია, სხვათა ნერვების მოსაშლელად"

თბილისის მერის გუშინდელ განცხადებას "გამოქანებასთან" დაკავშირებთ, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მისი გონების დაბნელებით ხსნის.

დედამიწა ნეგატიურ ველშია და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა კალაძის განცხადების მიზეზი, - განუცხადა ცაგარელმა და განმარტა, რომ წინ გველოდება მზის და მთვარის დაბნელება და ამ დროს კი ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, გონება უბნელდებათ.

"როდესაც გავდივართ მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს, ადამიანებს ხშირად უბნელდებათ ტვინი. არა პირდაპირი გაგებით, არამედ ალეგორიული გაგებით. ამიტომ შეცდომები, არასწორი გაგებები და პროვოკაციული მოქმედებები ყველა მხრიდან მატულობს. ეს იმ ადამიანებს უფრო ემართებას, ვინც პოლიტიკაში არიან ჩართული. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს არ სჯერათ ასტროლოგიის და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. შედეგად ანგრევენ ამ ქვეყანას. ამაშია მთელი მათი უბედურება. მათ რომ ასტროლოგია იცოდნენ, როცა არის დაბნელებების დღეები, არავითარ განცხადებებს არ გააკეთებდნენ და არავითარ პროვოკაციაზე წამოგება არ მოხდებოდა.

ეს პერიოდი კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რადგან ისინი მოდიან პროვოკაციაზე. პროვოკაციისთვის და სხვათა ნერვების მოსაშლელად კარგი პერიოდია, მაგრამ იმისთვის, რომ შენ გაამართლო შენი პოზიცია და პროვოკატორი ადგილზე "მოსვა", ცუდი პერიოდია", - აცხადებს ცაგარელი "2020NEWS"-სთან.