საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აჩიკო თალაკვაძე გადადგება?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აჩიკო თალაკვაძე გადადგება?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, შესაძლოა, გადადგეს და ის მამუკა მდინარაძემ ჩაანაცვლოს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თალაკვაძემ შესაძლოა, დაიკაოს ელჩის თანამდებობა საქართველოსთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ქვეყანაში. აღნიშნულ ინფორმაციას უმრავლესობის ამჟამინდელი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, არ ადასტურებს.

„არ მოგწონთ მერე? თუ რამე ცვლილებები იქნება, პირველ რიგში, მე გაგაგებინებთ ამის შესახებ“, - ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძის მამუკა მდინარაძით შეცვლას მხარს არ დაუჭერს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ეკა ბესელია. დეპუტატის თქმით, ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ჭორია, მაგრამ თუ რეალური ფაქტის წინაშე დადგება, ამ გადაწყვეტილებისთვის მხარის დაჭერას არ გეგმავს.

პარლამენტის წევრი, დავით ჭიჭინაძე, კი ამბობს, რომ, თუ მამუკა მდინარაძე დაიკავებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას, ამით რეალური ცვლილებები არ განხორციელდება.

„ამ ცვლილებებით არაფერი არ შეიცვლება. რა მნიშვნელობა აქვს, მამუკა მდინარაძეს ისედაც ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს და პრაქტიკულად, ისე ლაგდებიან დანარჩენი ფრაქციები. ახლა გინდა უმრავლესობის ლიდერი დაარქვი მამუკა მდინარაძეს, მისი გავლენა არ გაიზრდება. ყოველ დღე ამ ადამიანის მიერ გადადგმული ნაბიჯები, პირიქით, მის ავტორიტეტს და მის პოზიციას ასუსტებს პარლამენტში,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.