გარდაცვლილი იპოვეს 12 წლის ბავშვი, რომელიც ჯართის შესაგროვებლად თხრილში ჩავიდა და ჩამოშლილმა მიწამ მოიყოლა

გარდაცვლილი იპოვეს 12 წლის ბავშვი, რომელიც ჯართის შესაგროვებლად თხრილში ჩავიდა და ჩამოშლილმა მიწამ მოიყოლა

აფრიკის დასახლებაში 12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით ბავშვი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა ის ჯართის შესაგროვებლად იყო წასული, რა დროსაც თხრილში ჩავიდა სადაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა. ცხედარი სახლიდან სამ კილომეტრში ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. უკანასკნელად მოზარდი ქარხნის სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდა. 12 წლის ბიჭის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შემდეგ გაირკვევა.

როგორც "პალიტრანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.

Maverick ნეტა ამ საზარელი შემთხვევის შემდეგ მთავრობას, პარლამენტარებს, ქალაქის მერიას, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობას, საკრებულოს წევრებს ღამით როგორ ძინავთ, დაანებეთ თავი სკამებისათვის ბრძოლას და მიხედეთ ბავშვებს. სადამდე უნდა ვიყოთ გლოვის რეჟიმში?! ეს საცოდავი "დალხინებული" ყოფის გამო ჯართის შესაგროვებლად ნაგავსაყრელზე არ შევიდოდა.
5 წლის უკან