“ოეე,კალ’ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან”

“ოეე,კალ’ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან”

დედაქალაქის მერი ოპოზიციის წევრებს მთაწმინდიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს კი ჰოლანდიიდან „გამოქანებას“ ურჩევს. ეს განცხადება კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

„თქვენ, ალბათ, მთაწმინდა იცით, სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ და … ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს,“- ამბობს დედაქალაქის მერი.

კალაძის ამ განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ასე ეხმაურება:

ოეე,კალ’ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან-დაწერა სააკაშვილმა.