სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ სულიერად დასცა “რკინის ლედობაზე” პრეტენზიის მქონე ბურნაჯაძე

სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ სულიერად დასცა “რკინის ლედობაზე” პრეტენზიის მქონე ბურნაჯაძე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით კახა კალაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და პარალელისთვის ოპონენტების მიმართ სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულებას აღწერს.

“ამის მეტს აღარ დავწერ ამ თემაზე… უბრალოდ, თვალყურს ვადევნებ და დღე არ გავა ნინო ბურჯანაძემ რაღაც საზიზღრად არ გალანძღოს სალომე ზურაბიშვილი…

ხან რას უწოდებს ხანს რას. ამ ქალბატონის პირადი ბოღმა სალომე ზურაბიშვილსადმი საყოველთაოდ ცნობილია. მისმა გაპრეზიდენტებამ აშკარად სულიერად დასცა “რკინის ლედობაზე” პრეტენზიის მქონე ჩვენი “ანზოროვნა”… ჰოდა, თავს ვერ იკავებს და ძალიან უკადრისად ილანძღება და ილანძღება… რატომ ვწერ ამას? რატომ და იმიტომ, რომ სალომეს ერთხელაც არ გაუცია პასუხი! საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ჟურნალისტები თუ რამეს შეეკითხებიან ბურჯანაძეზე, იღიმება და მიდის… არაფერს ამბობს… ეს კიდევ უფრო ააცოფებს ბურჯანაძეს და უფრო გამოდის წყობიდან! კიდევ უფრო უარეს უკადრის და მიუღებელ ლანძღავს იწყებს… ავლენს თავს! როგორ ფიქრობთ, ვინ იგებს ამით და ვინ აგებს? სალომეს რომ დაეწყო “ბურჯანაძე გამოექანოსო” და ა.შ. ეს უფრო ეფექტური იქნებოდა? ჰოდა, დაარიგეთ ვინმემ ჭკუა მაგ “შუტნიკს” არაა “შუტკაობა” მაგის საქმე და მიხედოს იმას, რისი შნოც აქვს! მაგისთვისაც ეგრე აჯობებს!”-წერს ბაკურ სვანიძე.