პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია

პატრიარქმა დიდ დიღომში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების დროს დაღუპულთა სულები მოიხსენია.

პატრიარქმა მათი სახელები ბარძიმის გამობრძანებისას საკურთხეველზე წარმოთქვა.

შეგახსენებთ, 16 იანვარს, დიდ დიღომში გაზის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვია. 8 ადამიანი კი დაშავდა.