გამაოგნებელი განმარტება: „ვირთხებმა დააზიანეს გაზის მილები და ამის გამო აფეთქდითო“

გამაოგნებელი განმარტება: „ვირთხებმა დააზიანეს გაზის მილები და ამის გამო აფეთქდითო“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკა ქარცივაძე ფეისბუქის პირად გვერდზე ბათუმში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:

„ვირთხებს ვუფრთხილდეთ, ვირთხებს! ზუსტად 1 წლის წინ ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე გაზის აფეთქების შედეგად სამი თუ ოთხსართულიანი კორპუსი ისე დაზიანდა, რომ აღდგენას აღარ დაექვემდებარა. საბედნიეროდ, ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე იყო. მერიამ გაიყვანა მოსახლეობა დროებით საცხოვრისში, კორპუსი დაანგრია და ტენდერიც გამოცხადდა ახალის ასაშენებლად, მაგრამ ეს სხვა მხარეა ამ საქმის.

დაიწყო გამოძიება და 1 წლის შემდეგ, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ დაზარალებულად ვერ გცნობთ (ქონებრივი ზიანი), რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, ვირთხებმა გახრეს და დააზიანეს გაზის მილები და ამის გამო აფეთქდითო. რატომ უნდა იყოს გაზგაყვანილობა ისე და ისეთი მასალით შესრულებული, რომ ეს შესაძლებელი იყოს, ამას არავინ განმარტავს?! მერე გვიკვირს თუ რატომ ვართ ამ დღეში. საქმე შეწყვეტილია" - წერს ქარცივაძე.