"ზოგ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ღმერ­თიც კი არ მყავს სა­ერ­თო"

შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო და აუ­ცი­ლებ­ლად ვთქვა, ვინ არის და­სას­ჯე­ლი და რის გამო, - ამის შესახებ განცხადებას სვეტიცხოვლის საპატრიარქოს ტაძრის დეკანოზი მამა პერტე კოლხი (კვარაცხელია) აკეთებს.

"ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში მხვდე­ბოდ­ნენ და მი­ღი­მოდ­ნენ, სა­პატ­რი­არ­ქო­დან იყ­ვნენ გა­მო­სუ­ლი. იქ კი, ჩემი დას­ჯის მო­თხოვ­ნით შე­ვიდ­ნენ. ჯერ თავს შე­ვი­კა­ვებ, შე­იძ­ლე­ბა დად­გეს დრო და აუ­ცი­ლებ­ლად ვთქვა, ვინ არის და­სას­ჯე­ლი და რის გამო. თუმ­ცა, არა­ვის დას­ჯა გა­მი­ხარ­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა­ზე მკაც­რად ისევ სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბე­ბი გვსჯის. ყვე­ლა­ფე­რი რომ წა­მარ­თვან, ამით ვერ დამ­სჯი­ან. მთა­ვარს - ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულს, ღმერ­თს, წიგნს, პო­ე­ზი­ას და სა­კუ­თარ თავს ვერ წა­მარ­თმე­ვენ. და­ნარ­ჩენს, ისე­დაც დავ­თმობ. თუ უნ­დათ, ორი ანა­ფო­რა ერ­თად ჩა­იც­ვან. ზოგ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან ღმერ­თიც კი არ მყავს სა­ერ­თო", - ამბობს პეტრე კოლხი "AMBEBI.GE"- სთან.