მსახიობ თემურ გვალიას პოსტი სოციალურ ქსელში.
“კალაძის გამონათქვამზე “გამოქანების” შესახებ ატეხეს ამბავი, ამ ძალზედ “მზრუნველმა” და საკუთარ ხალხზე “მოამაგე” ერთ-ერთი “კდემამოსილი” პარტიის წევრებმა!
არ გრცხვენიათ მაინც წინა წლებს, რომ იხსენებთ? ხალხს გამოქანების საშუალებასაც არ აძლევდით, ეგრევე მოკლე დისტანციაზე უსრულებდით. თქვენ გამოქანების საშუალება მაინც გაქვთ.ხოდა ფეხი არ წამოკრათ გზაში რამეს… მშობლიურ მიწაზე “დაეცეთ” ჯობია, ახლობლები მაინც მოგხედავენ “დაზარალებულებს”– წერს თემურ გვალია.