კახა, შე მაგარო!!! - გია კორკოტაშვილს კალაძის “გამოქანება” მოეწონა

კახა, შე მაგარო!!! - გია კორკოტაშვილს კალაძის “გამოქანება” მოეწონა

 “ქართული მარშის” ერთ-ერთი  ყოფილი ლიდერი გია კორკოტაშვილი  თბილისის მერს “გამოქანების“ ინიციატივას უწონებს.  აღნიშნულის შესახებ კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“კახა, შე მაგაროო!!! გულწრფელად მიხარია, რომ დაიძლია ბოლობოლო ენის მოჩლექით ლაპარაკი ტირანებთან! მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა”! - წერს კორკოტაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ოპოზიციას მთაწმინდიდან, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიიდან "გამოქანება" ურჩია.

 "ოპოზიციას მან შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თქვენ ალბათ, მთაწმინდა იცით. სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები აბრძანდნენ იქ და გამოექანონ... ნუ მიშას არ გამოუვა, მაგრამ მას შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს", - განაცხადა კალაძემ.