"აბა, რა ეხება, კამერების წინ დაყენებული ტირილი და არმანის ტანსაცმელში კოპწიაობა?!"

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია  დედაქალაქის მერის განცხადებას ეხმაურება.

როგორც გამსახურდია აღნიშნავს, მერია ვალდებული იყო დიღმის ტრაგედიის ობიექტზე ახლადაშენებულ კორპუსში საკომუნიკაციო სისტემები შეემოწმებინა. 

"შარშან, 15 ნოემბერს ზემო ფონიჭალაში რომ დედა-შვილი აფეთქდა გაზით, გახსოვთ? კალაძე რომ სლუკუნებდა და ცრემლებს ყლაპავდა კამერების წინ, ის თუ გახსოვთ? მის ვარცხნილობაზე და ტუფლების ფერზე შეყვარებული ბრბო რომ აბღავლდა - ეს რა გულმოწყალე მერი გვყოლიაო, ის თუ მოიკითხეს, მერმა რამე გააკეთა იმისთვის, რომ მისი ქალაქის მაცხოვრებლების უსაფრთხოება ამ მხრივ დაცული ყოფილიყო?!

დღეს განაცხადა, ახლადაშენებული კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლისას მერიას დენი, გაზი და წყალი არ ეხებაო. აბა, რა ეხება, კამერების წინ დაყენებული ტირილი და არმანის ტანსაცმელში კოპწიაობა?!”- წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, 16 იანვარს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა. დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ სასტუმროებში გადაანაწილა

dima აი ,შენნაირმა ყლეებმა დაღუპეს მამაშენი,დედაშენის თამადობით!
6 წლის უკან