"ჩადგა ქალაქი დაცინვის ჩვეულ რელსზე, მორჩა გლოვა"

ჟურნალისტი თამო კეშელავა ფეისბუქზე შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

„ყველას ეშლება. მასაც, ვინც ქალაქში სიკვდილს ხედავს და მასაც - ვისაც სიცოცხლე ესალმება ქალაქიდან. სინამდვილეში, გულგრილობა დადის ჩემს ქალაქში. გუშინ გლოვის დღე იყო და გათენდა თუ არა, ქალაქის მერი ღლიცინებს და პრემიერს მოსწონს და ეცინება. გაგრძელდა ჩვეული ცინიზმი, ჩადგა ქალაქი დაცინვის ჩვეულ რელსზე, მორჩა გლოვა. ესაა სულ ჩემი ქალაქი.

სიცილ-ხარხარის, ღლიცინის და უზრდელობის, ძველბიჭობის და ქალაქის მერზე დამხტარი ათასობით ადამიანის მერე - ქალაქის მერმა ბუშის ქუჩაზე გაისეირნა და ბანერია შესაცვლელო, პრემიერმა კი დიღომში იმ ცენტრის მშენებლობა დააანონსა, ქუთაისში რომ უნდა აეშენებინათ, ვითომ და ოდესღაც.

ჩადგა ქვეყანა დაცინვის, ცინიზმის, ტყუილის და არაპროფესიონალიზმის ჩვეულ რელსზე. არაფერს აქვს მნიშვნელობა ახლა ევროპიდან დაფინანსებული პროექტებისთვის გამოსაცხადებელი ტენდერების მოგების გარდა! სხვა ყველაფერი მეათასეხარიახოვანია! ჩადგა ქალაქი ჩვეულ რელსზე. აბა, რა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, გუშინ ვერ მივუსამძიმრე, ხმას ვერ ვიღებდი გუშინ. ვუსამძიმრებ ქალაქს სიცოცხლის და სიკვდილის დაკარგვას", - წერს თამო კეშელავა.

dima რატომ არის ყველა ნაცი ასეთი მახინჯი?
5 წლის უკან