ვახტანგ  ჭარაია: „ყაზტრანსგაზთან

ვახტანგ  ჭარაია: „ყაზტრანსგაზთან"  დავის  მორიგებით, სახელმწიფომ   დღევანდელი კურსით 500  მილიონი ლარის  ზარალი აიცილა

დიდ დიღომში მომხდარ აფეთქების   თემას თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი  ვახტანგ  ჭარაია  ეხმაურება.  ექსპერტის  შეფასებით,   დიდ დიღომში მომხდარი აფეთქება ტრაგედიაა და   მან მთელი ქვეყანა შეძრა. თუმცა,   ტრაგედიისგან  თემის  პოლიტიზირება არ  უნდა ხდებოდეს.  მითუმეტეს,  ამ საკითხის სახელმწიფოსა და ყაზტრანსგაზს შორის დავის მორიგებასთან დაკავშირება სრული აბსურდია.

„როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზტრანსგაზ-თბილისი გათავისუფლდდა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული 100 მილიონამდე  დავალიანებისგან,  იქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში სს „ყაზატრანსგაზსა" და საქართველოს შორის მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების შედეგადაც, ყაზტრანსგაზი საქართველოს ბიუჯეტიდან დაახლოებით 500  მილიონ ლარს აღარ მოითხოვს. შესაბამისად,  ამ დავის მორიგებით, სახელმწიფომ   დღევანდელი კურსით 500  მილიონი ლარის  ზარალი აიცილა,  რაც  საქართველოს მოქალაქეებისთავის  სხვადასხვა  ვალდებულების შესრულებას მოხმარდება",-აცხადებს  ვახტანგ  ჭარაია.

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის  განცხადებით, ჩვენ შეგვიძლია  ვისაუბროთ აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე, კონკრეტული რეგულაციების შემუშავებასა თუ არსებული რეგულაციების აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე, თუმცა სახელმწიფოსა და „ყაზტრანსგაზს" შორის არსებული ფინანსური დავის შედეგების დაკავშირება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან ჩვეულებრივი სპეკულაცია და სრული აბსურდია.

შეგახსენებთ,  რომ  დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე მიმდინარეობს  გამოიძიება  და  დღეს  შსს-ამ  ფაქტზე  2  პირი  უკვე  დააკავა.