კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა - „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლი

კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა - „ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლი

„ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლები დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიდ დიღომში, ავთანდილს ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაზის სუნი არ შეინიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე "ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი დააკავეს.

დაკავებული არიან "ყაზტრანსგაზის" სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები.