"გვეშინოდეს ჩვენი ქვეყნის თუ ეკლესიის შიგნით მოკალათებული უცხო ქვეყნის სპეცმსახურების"

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს მღვდელმონაზონი ანდრია სარია ეხმიანება, რომელიც მიიჩნევს, რომ მის კანონიერებაში ეჭვის შეტანა რუსული სპეცსამსახურების პროპაგანდის შედეგია.

„რუსული პროპაგანდა ვიცით რომ ძალიან მძლავრია, მაგრამ ყველაზე მეტად გვეშინოდეს ჩვენი ქვეყნისა თუ ეკლესიის შიგნით მოკალათებული უცხოქვეყნის სპეცმსახურებისა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურობა კანონიერია და მასში ეჭვის შეტანა ნიშნავს, ჩვენი მოძმის თავისუფლება "დავატუსაღოთ".

წმინდა კირიონს, ამბროსი აღმსარებელსა და ილია მართალს მსგავსი ქართველებისთვის არ უომიათ, მათ თავისუფალ ეკლესიას შეალიეს სული. ჩვენ არ გვაღიარებდნენ რუსები და ანათემას გადაგვცეს, თუმცა დღეს მათ მიერ ანათემირებულ წმინდანებს საკურთხეველში იხსენიებენ წმინდა კირიონისა და ამბროსის სახით! თავისუფლებას გროშის ფასად ნუ გავწირავთ! სიცრუეში მსუბუქად ყოფნასა და თავის მოტუებას, სიმართლის ტვირთვა სიმძიმით და ღმერთამდე მისვლა სჯობს", - წერს მამა ანდრია ფეისბუქზე.