„გვიშველეთ, არ გვინდა სიკვდილი

„გვიშველეთ, არ გვინდა სიკვდილი" - ქუთაისში გაზის მილები „დასკოჩეს"

ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის ის მილები, საიდანაც გაზი ჟონავს, "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებმა წებოვანი ლენტით შეფუთეს.

„ნებისმიერ დროს შეიძლება კორპუსი აფეთქდეს. ჩვენ ვართ სიკვდილის რიგში. გაცვეთილი გაზის მილებიდან, ბუნებრივი აირი ჟონავს, ამათმა კიდევ ის დასკოჩეს. გთხოვთ დაგვეხმაროთ,"- აცხადებენ ადგილობრივები "topnews.com.ge"- სთან

ქუთაისის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელის თემურ ხვინგიას განცხადებით, პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება.

"აუარებელი ზარები შემოდის, ჩვენი ჯგუფები გადის ყველა გამოძახებაზე და ცდილობენ პრობლემის დროებით მოგვარებას, შემდეგ კი დაუყონებლივ მოხდება, ყველა პრობლემის სისტემური მოგვარება,"- აცხადებს თემურ ხვინგია.