„ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს გურჯაანში ჩავიდა და მხარდამჭერებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. შეხვედრა ნაციონალური მოძრაობის მიერ მობილიზებული ახალგაზრდების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. ბიძინა ივანიშვილმა მედიის საშუალებებს მოუწოდა აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებისა და საზოგადოებისთვის გაცნობისკენ, რათაც ყველამ კარგად ნახოს, თუ რა პირობებში უწევს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.