ნაციონალური მოძრაობის მიკრო-კოორდინატორი მარინე კვანტალიანი მოძრაობის რიგებს ტოვებს. ამის შესახებ უკვე ყოფილმა მიკრო კოორდინატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მარინე კვანტალიანის თქმით, გადაწყვეტილება საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. გარდა ამისა, მისი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მას მოსახლეობაზე ზეწოლის მოხდენას აიძულებდნენ. ყოფილმა მიკროკოორდინატორმა კამერების წინ ნაციონალური მოძრაობის სიმბოლიკიანი მაისურები და ფლაერები გაანადგურა.