„მიხეილ სააკაშვილის ტრაგედია. რას მეტყველებს ციხეში გაუპატიურების სკანდალი საქართველოს ვარდების რევოლუციაზე" -- ამ სათაურით აქვეყნებს ვრცელ სტატიას ცნობილი ამერიკელი მკვლევარი ჩარლზ ფეირბანკსი ყოველკვირეულ ამერიკულ ჟურნალ ,,ატლანტიკში ". ,,რა დგას ამ დანაშაულის უკან?" - სვამს კითხვას სტატიის ავტორი და თვითონვე პასუხობს, რომ ის ვიდეომასალა რაც ხალხმა ტელევიზორში ნახა ქვეყანაში არსებულ რეალობასა და სასტიკ სისტემას ასახავს. მისი აზრით, ამ სისტემის მიზანია ხალხს დაანახოს, რომ მათ არ გააჩნიათ უფლებები და ძალა, და მათ განკარგულებაში არიან, ვინც ამ ძალას ფლობს. ხელისუფლება ამ გზით ხალხზე კონტროლის დაამყარებას ცდილობს, წერს ფეირბანკსი. ნაციონალური მოძრაობა მასშტაბურად მართავს შიშით და არჩევნებში გამარჯვებისთვის შიშის ფაქტორს გადამწყვეტ ელემენტად მიიჩნევს, ნათქვამია სტატიაში. ავტორი აღნიშნავს, რომ მეთოდოლოგიური წამება და გაუპატირება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოს პოლიტიკური სისტემის ღრმა კრიზისის სიმპტომებია. „სააკაშვილის დღეს არის ხაფანგში გაბმული ტრაგიკული ფიგურა"- ციტატა წერილიდან. ჩარლზ ფეირბანკსის აზრით, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო კვირა საქართველოს მომავლისთვის გადამწყვეტი იქნება.