40 დღიანი სასჯელი ქართული ოცნების ფოთელ აქტივისტებს. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას 48 საათის განმავლობაში სააპელაციო სასამართლოში აპირებენ. როგორც ადვოკატი ლილი გელაშვილი ამბობს, ორი დღის წინ დაკავებული ქართული ოცნების აქტივისტების მიმართ დარღვეულია მთელი რიგი პროცედურები, მათ შორის სასამართლო პროცესის გამართვის ვადები. პატიმრობაში მყოფ ცაცუას და შონიას სამი დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც მათი დაკითხვის მიზნით ისინი ფოთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს და დააპატიმრეს. 4 საათიანი სასამაღთლო პროცესი, საპროტესტო აქციის პარალელურად მიმდინარეობდა.