პატიმრების წამება სტუდენტებმა კონცერტით გააპროტესტეს. სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების კონცერტი „სისტემა უნდა დაინგრეს" ადმინისრაციის მიერ შექმნილი პრობლემების მიუხედავად მაინც ჩატარდა. სტუდენტებმა ადმინისტრაციას აპარატურისთვის დენის წყაროს მიცემა სთხოვე, რაზეც დაცვის სამსახურმა სერვერების შესაძლო გადატვირთვის მიზეზით უარი თქვა. პროექტის ორგანიზატორები იძულებლები გახდნენ გენერატორი მოეტანათ, რის გამოც კონცერტი ხუთი საათის დაგვიანებით დაიწყო.