ბიძინა ივანიშვილი დღეს სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა. ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერმა ამომრჩევლებს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე გაამახვილა. ამომრჩეველს სიტყვით მიმართა სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახი კალაძემ.